ტიტა

Tulpen.jpgTulpen.jpgTulpen.jpgტიტა — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 6—50 სმ აღწევს, ზედ 2—6 ოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი (ან რამდენიმე) ღია ფერის ყვავილი, რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია, ხოლო ღამით — დახურული. ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი სამწყნაგიანი კოლოფია, თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა მრავლდება თესლით, კულტურაში — თესლითა და ბოლქვაკებით. გვარში 140 სახეობაა. საქართველოში ქართლისრაიონებში ტიტას 2 სახეობა ხარობს —  ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისაგან მიღებული 4000–ზე მეტი ჯიში. ტიტას ყვავილი სურნელოვანია, ზოგიერთი ჯიშის გარდა. ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს, საგვიანო ჯიშები — 25—30 დღემდე. ღეროს სიმაღლისა და ყვავილის ფორმის მიხედვით ტიტა იყოფა შემდეგ საბაღო ჯგუფებად: მარტივი ადრეულა, ბუთხუზყვავილა ადრეულა, ტრიუმფი, კოტეჯისა, დარვინისა, ბრიდერისა, დარვინის ჰიბრიდები და სხვა. ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში, კლუმბებს, რაბატების, კლდებაღის, ყვავილწნულების გასაფორმებლად, თაიგულებად და სხვა.Tulpen.jpg

No comments:

Post a Comment