ენძელა , გორგლ-ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს ხაზური ფოთლები, რომლებიც ყვავილებთან ერთად ამოიწვერება ხოლმე მიწიდან. ყვავილები ვარდისფერი, სოსანი, ზოგჯერ თეთრია, ნაყოფი — კოლოფი. 10 სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში; საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ყველა დეკორატიულია, ყვავის ადრე გაზაფხულზე. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს.
No comments:
Post a Comment